Wednesday, November 23, 2022

სადამრიგებლო საათი (09/11)


 2022 წლის 9 ნოემბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი

მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენი სახის კონფლიქტი არსებობს, ისწავლეს მათი იდენტიფიცირება. აგრეთვე, ისაუბრეს მოგვარების გზებზე. განვიხილეთ რამდენიმე სიტუაცია და გამოითქვა მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე გზაზე. სადამრიგებლო საათის მიწურულს ვიმსჯელეთ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ერთმანეთთან ურთიერთობის დროს და ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, რომელიც გულისხმობდა მოლაპარაკების საფუძველზე ორცხობილის გაყოფას. 












Sunday, November 6, 2022

სადამრიგებლო საათი (26/10)

 

2022 წლის 26 ოქტომბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

მოსწავლეებს წავუკითხე პატარა ნაწყვეტი ერთი გოგონას შესახებ, რომელმაც მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით სხვადასხვა ტყუილები მოიგონა. აღსანიშნავია, რომ ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს სხვადასხვა მოსაზრებები გოგონას ქცევის შესახებ. საბოლოოდ ერთობლივი მსჯელობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტყუილის თქმა და ამგვარი გზით ურთიერთობების ჩამოყალიბება დაუშვებელია. 

შემდეგ აქტივობაში ვიმსჯელეთ შეკითხვაზე: "ტყუილის თქმა ყოველთვის საზიანოა?", რაზეც მოსწავლეების პასუხები განსხვავებული იყო. ზოგი ეთანხმებოდა მოსაზრებას, ზოგიც კიდევ არა. მოიყვანეს საინტერესო მაგალითები, თუ როდის ფიქრობენ, რომ ტყუილის თქმა გამართლებულია და ასეთ შემთხვევებს ე.წ. "კეთილი ტყუილის" მოგონება უწოდეს. 

საბოლოოდ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და როგორც აღმოჩნდა, მეტად საინტერესო თემები განვიხილეთ.









ექსკურსია (15/06)

  სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის მხარე, სადაც მოინახულეს შიო-მღვიმის, სამთავროს და ჯვრის მონასტრები. ასევე...