Sunday, March 26, 2023

სადამრიგებლო საათი (01/03)

 

2023 წლის 1-ელ მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება

თემა: ჩემი ქალაქი/სოფელი (გარემოს დაცვა)

მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე რას ნიშნავს ვიზრუნოთ გარემოზე და ჩვენს ბუნებაზე. მათი აზრით, მნიშვნელოვანია სისუფთავის და ჯანსაღი გარემოს შენარარჩუნება. შემდეგ დავანაწილე ისინი სამ ჯგუფად და ვთხოვე მოემზადებინათ პოსტერი, სადაც წარმოადგენდნენ მოსაზრებას რომ არ უნდა მოვჭრათ ხეები. ჯგუფებმა მართლაც რომ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.












No comments:

Post a Comment

ექსკურსია (15/06)

  სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის მხარე, სადაც მოინახულეს შიო-მღვიმის, სამთავროს და ჯვრის მონასტრები. ასევე...