2023 წლის 17 მაისს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.
მიმართულება: სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარება
თემა: მოსწავლეთა თვითშეფასება
სკოლა აქტიურად ჩაერთო ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს, მოსწავლეთა სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარებას სხვადასხვა მიდგომებით საბაზო საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ კლასი არ არის შერჩეული, როგორც ერთ-ერთი საპილოტე კლასი, მოსწავლეთა სოციო-ემოციური უნარების შესაფასებლად შევავსებინე კითხვარი, რომელიც ვფიქრობ, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფსაც კარგად მოერგო.
შევსებული კითხვარებისთვის დავთვალე ქულები და მიღებული შედეგების გათვალისწინებას ვგეგმავ მომდევნო სასწავლო წლის სადამრიგებლო მუშაობის გეგმის შედგენისას.
No comments:
Post a Comment