2022 წლის 21 დეკემბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.
მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება
თემა: კამათის ხელოვნება
პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მიპასუხეს შეკითხვებზე: "გიყვართ კამათი?", "ხშირად კამათობთ ხოლმე?", შემდეგ განვიხილეთ სიტუაციური ამოცანა კოტეს შესახებ, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს. ბოლოს ბავშვებს ვთხოვე გაეხსენებინათ ბოლოს რაზე იკამათეს და როგორ წარიმართა პროცესი. საინტერესო იყო ის, რომ ბავშვებმა ერთმანეთს რჩევები მისცეს, თუ როგორ სჯობდა სამომავლოდ კამათის სწორად წარმართვა.