Sunday, February 5, 2023

სადამრიგებლო საათი (25/01)

                         

2023 წლის 25 იანვარს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: მეგობრობა

მოსწავლეებს ვთხოვე დაფაზე წარმოედგინათ ნამდვილი მეგობრის თითო თვისება, რომელიც მათი აზრით მნიშვნელოვანია. ბავშვები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და გამოთქვეს მოსაზრებები. ვიმსჯელეთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრებაზე და გავაკეთეთ დასკვნები. საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომელიც ჭეშმარიტი მეგობრობისთვის აუცილებელია. 

აგრეთვე, ვიმსჯელეთ შეკითხვაზე: "რა სჯობს, ვიყოთ წარმატებული მოსწავლე, თუ შეგვეძლოს ვიყოთ კარგი მეგობარი?" მოსწავლეებმა სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საჭიროა ორივე თანაბრად კარგად გამოგვდიოდეს.











სადამრიგებლო საათი (24/09/2024)

  2024 წლის 24 სექტემბერს VIIგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებს ვთხოვე კლასში გამოეკვეთათ არსებ...