2023წლის 15 ივნისს V/გ კლასი იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, მუსიკოსთა პარკი, მინიატული პარკი და ბოლოს ესტუმრნენ ბათუმის დელფინარიუმს. მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქუთაისში.
Thursday, June 22, 2023
სადამრიგებლო საათი (17/05)
მიმართულება: სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარება
თემა: მოსწავლეთა თვითშეფასება
სკოლა აქტიურად ჩაერთო ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს, მოსწავლეთა სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარებას სხვადასხვა მიდგომებით საბაზო საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ კლასი არ არის შერჩეული, როგორც ერთ-ერთი საპილოტე კლასი, მოსწავლეთა სოციო-ემოციური უნარების შესაფასებლად შევავსებინე კითხვარი, რომელიც ვფიქრობ, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფსაც კარგად მოერგო.
შევსებული კითხვარებისთვის დავთვალე ქულები და მიღებული შედეგების გათვალისწინებას ვგეგმავ მომდევნო სასწავლო წლის სადამრიგებლო მუშაობის გეგმის შედგენისას.
სადამრიგებლო საათი (19/04)
მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება
თემა: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება
მოსწავლეებთან ერთად განვიხილე, თუ რა საშუალებებს შეიძლება მივმართოთ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად, შემდეგ ვთხოვე ჯგუფებში ემუშავათ და წარმოედგინათ პოსტერები, რითაც მოუწოდებდნენ მნახველებს, რისკების სხვადასხვა გზით შემცირებისკენ.
სადამრიგებლო საათი (05/04)
მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება
თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესი
სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელე, რას ნიშნავს მისდიო ჯანსაღი ცხოვრების წესს და რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენთვის.
სადამრიგებლო საათი (24/09/2024)
2024 წლის 24 სექტემბერს VIIგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებს ვთხოვე კლასში გამოეკვეთათ არსებ...
-
მშობელთა კრება ჩატარების თარიღი: 28/12/2021 მიმართულება: სწავლება აქტივობაში მონაწილე პირები: IVგ კლასის მშობლები აქტივობის მიზანი: მშობლე...
-
2023 წლის 28 სექტემბერს VIგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება თემა: დღის რეჟ...
-
2023 წლის 5 აპრილს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება თემა: ჯანსაღი ცხოვრების წე...