აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მეთოდი და დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ.
Monday, April 5, 2021
"თეთრი დაფების" გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე
5 აპრილს IV-ა კლასის მოსწავლეებთან მათემატიკის გაკვეთილზე გამოვიყენე "თეთრი დაფები", განმავითარებელი შეფასების სწრაფად გასაცემად და მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად. მოსწავლეები რვეულებში ასრულებდნენ გაყოფის მოქმედებას, ხოლო განაყოფს დაფის საშუალებით მაჩვენებდნენ.
Thursday, April 1, 2021
ჯგუფური მუშაობა ნაშთიან გაყოფაზე მე-4 კლასში
31 მარტს IV-ა კლასში ჩავატარე ჯგუფური მუშაობა ნაშთიანი გაყოფის შესახებ. მოსწავლეები 5 ჯგუფად მუშაობდნენ. თითოეულ ჯგუფს ჭიქით დაურიგდა სხვადასხვა საგნები სხვადასხვა რაოდენობით.
მათი დავალება შემდეგი იყო: დათვალეთ ჭიქაში საგნების რაოდენობა. წარმოიდგინეთ, რომ გიწევთ ამ ნივთების მეგობრებისთვის განაწილება. ცხრილში მოცემული მეგობრების სხვადასხვა რაოდენობებისთვის შეავსეთ ფორმატზე ცხრილი.
მოსწავლეები მონდომებით მუშაობდნენ დავალებაზე და თითეული ჯგუფიდან ერთმა წარმომადგენელმა ნამუშევარს გაუწია პრეზენტაცია.
Thursday, March 11, 2021
"ახალი სკოლის მოდელის" შემაჯამებელი ფორუმი 2021
2021 წლის 24 იანვარს "ახალი სკოლის მოდელის" შემაჯამებელ ფორუმზე წარმოვადგინე მოხსენება, სადაც განვიხილე კომპლექსური დავალება "დელფინარიუმის მოწყობა" და გამოყენებული დამატებითი რესურსები.
LIVEWORKSHEET-ის რესურსები მათემატიკაში მე-4 კლასში
ორნიშნა რიცხვზე ქვეშმიწერით გამრავლება
Ორნიშნა რიცხვზე ქვეშმიწერით გამრავლება, an interactive worksheet by kristinematcharadze
liveworksheets.com
liveworksheets.com
სამნიშნა რიცხვზე ქვეშმიწერით გამრავლება
Სამნიშნა რიცხვზე ქვეშმიწერით გამრავლება, an interactive worksheet by kristinematcharadze
liveworksheets.com
liveworksheets.com
შიდა სასკოლო ტრენინგი
2021 წლის 11 მარტს დავესწარი შიდა სასკოლო ტრენინგს, რომელიც ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ ჩაატარა თემაზე "ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა, მართვა და გამოყენება"
Subscribe to:
Posts (Atom)
-
2023 წლის 17 მაისს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. მიმართულება: სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარება თემა: მოსწავლეთა თვ...
-
2023 წლის 5 აპრილს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება თემა: ჯანსაღი ცხოვრების წე...
-
2023 წლის 1-ელ მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება თემა: ჩემი ქალაქი/სოფელი...











