2022წლის 28 სექტემბერს V-გ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.
მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება
თემა: თანამშრომლობა, აქტიური მოსმენა
მოსწავლეებმა იმსჯელეს კითხვაზე "რა უნარებია აუცილებელი კარგი მოქალაქეობისთვის?" შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი საჭირო უნარი თანამშრომლობის უნარია და განვიხილეთ ეფექტური თანამშრომლობის სხვადასხვა მაგალითები.
ასევე, ვიმსჯელეთ, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მსმენელი. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა აქტივობაში. აქტივობის შესრულებისთვის კლასის წინაშე გამოდის 2 მოსწავლე. ერთი მათგანი ირგებს მოსაუბრის, ხოლო მეორე - მსმენელის როლს. მოსაუბრე საუბრობს მისთვის სასურველ თემაზე, ხოლო მსმენელი ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებს მოსმენის პროცესში(ინსტრუქციები სხვადასხვაგვარია. მაგალითად: "არ უყურო მოსაუბრეს", "შეაწყვეტინე საუბარი ხშირ-ხშირად" და ა.შ.) ისე რომ მოსაუბრემ ამის შესახებ არაფერი იცის. დანარჩენი მოსწავლეები ირგებენ დამკვირვებლის როლს და ცდილობენ გამოიცნონ რას აკეთებს მსმენელი მთელი დიალოგის განმავლობაში.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში, ვისჯელეთ თითოეულ შემთხვევაზე და გამოვიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მსმენელი.
No comments:
Post a Comment