Sunday, March 26, 2023

სადამრიგებლო საათი (01/03)

 

2023 წლის 1-ელ მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება

თემა: ჩემი ქალაქი/სოფელი (გარემოს დაცვა)

მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე რას ნიშნავს ვიზრუნოთ გარემოზე და ჩვენს ბუნებაზე. მათი აზრით, მნიშვნელოვანია სისუფთავის და ჯანსაღი გარემოს შენარარჩუნება. შემდეგ დავანაწილე ისინი სამ ჯგუფად და ვთხოვე მოემზადებინათ პოსტერი, სადაც წარმოადგენდნენ მოსაზრებას რომ არ უნდა მოვჭრათ ხეები. ჯგუფებმა მართლაც რომ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.












სადამრიგებლო საათი (22/02)

 

2023 წლის 22 თებერვალს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: წესები, რომელიც სჭირდება საზოგადოებას

მოსწავლეებთან ერთად განვიხილე სხვადასხვა სიტუაციები, სადაც გადმოცემული იყო ისეთი საზოგადოებრივი წესების უგულებელყოფა, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, საგზაო წესების დაცვის გარეშე მოძრაობა და ა.შ. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა იქნებოდა სწორი კონკრეტულ სიტუაციებში და რა დიდი მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას.

სადამრიგებლო საათი (08/02)


 


2023 წლის 8 თებერვალს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: მარტო სახლში

მოსწავლეებმა იმსჯელეს რა შეიძლება იყოს სახლში მარტი ყოფნისას საფრთხის შემცველი და როგორ უნდა მოიქცნენ რიგ სიტუაციებში სავარაუდო საფრთხეებისგან თავის დასაცავად.







სადამრიგებლო საათი (24/09/2024)

  2024 წლის 24 სექტემბერს VIIგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებს ვთხოვე კლასში გამოეკვეთათ არსებ...