Sunday, March 26, 2023

სადამრიგებლო საათი (22/02)

 

2023 წლის 22 თებერვალს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: წესები, რომელიც სჭირდება საზოგადოებას

მოსწავლეებთან ერთად განვიხილე სხვადასხვა სიტუაციები, სადაც გადმოცემული იყო ისეთი საზოგადოებრივი წესების უგულებელყოფა, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, საგზაო წესების დაცვის გარეშე მოძრაობა და ა.შ. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა იქნებოდა სწორი კონკრეტულ სიტუაციებში და რა დიდი მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას.

No comments:

Post a Comment

ექსკურსია (15/06)

  სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის მხარე, სადაც მოინახულეს შიო-მღვიმის, სამთავროს და ჯვრის მონასტრები. ასევე...