Sunday, May 7, 2023

სადამრიგებლო საათი (15/03)


 2023 წლის 15მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება

თემა: ჩვენი საკლასო ოთახი

სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში სისუფთავის დაცვა და ერთობლივად დავასუფთავეთ მერხების ზედაპირები, დავალაგეთ კარადები და დავახარისხეთ საკლასო რესურსები და ნამუშევრები. მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეები კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ პროცესი მათი აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა და თავად იზრუნეს თავიანთი საკლასო ოთახის მოწესრიგებაზე.






No comments:

Post a Comment

ექსკურსია (15/06)

  სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის მხარე, სადაც მოინახულეს შიო-მღვიმის, სამთავროს და ჯვრის მონასტრები. ასევე...