Wednesday, November 23, 2022

სადამრიგებლო საათი (09/11)


 2022 წლის 9 ნოემბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი

მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენი სახის კონფლიქტი არსებობს, ისწავლეს მათი იდენტიფიცირება. აგრეთვე, ისაუბრეს მოგვარების გზებზე. განვიხილეთ რამდენიმე სიტუაცია და გამოითქვა მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე გზაზე. სადამრიგებლო საათის მიწურულს ვიმსჯელეთ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ერთმანეთთან ურთიერთობის დროს და ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, რომელიც გულისხმობდა მოლაპარაკების საფუძველზე ორცხობილის გაყოფას. 












Sunday, November 6, 2022

სადამრიგებლო საათი (26/10)

 

2022 წლის 26 ოქტომბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

მოსწავლეებს წავუკითხე პატარა ნაწყვეტი ერთი გოგონას შესახებ, რომელმაც მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით სხვადასხვა ტყუილები მოიგონა. აღსანიშნავია, რომ ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს სხვადასხვა მოსაზრებები გოგონას ქცევის შესახებ. საბოლოოდ ერთობლივი მსჯელობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტყუილის თქმა და ამგვარი გზით ურთიერთობების ჩამოყალიბება დაუშვებელია. 

შემდეგ აქტივობაში ვიმსჯელეთ შეკითხვაზე: "ტყუილის თქმა ყოველთვის საზიანოა?", რაზეც მოსწავლეების პასუხები განსხვავებული იყო. ზოგი ეთანხმებოდა მოსაზრებას, ზოგიც კიდევ არა. მოიყვანეს საინტერესო მაგალითები, თუ როდის ფიქრობენ, რომ ტყუილის თქმა გამართლებულია და ასეთ შემთხვევებს ე.წ. "კეთილი ტყუილის" მოგონება უწოდეს. 

საბოლოოდ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და როგორც აღმოჩნდა, მეტად საინტერესო თემები განვიხილეთ.









Saturday, October 1, 2022

28 სექტემბრის სადამრიგებლო საათი V-გ კლასში

 

2022წლის 28 სექტემბერს V-გ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: თანამშრომლობა, აქტიური მოსმენა

მოსწავლეებმა იმსჯელეს კითხვაზე "რა უნარებია აუცილებელი კარგი მოქალაქეობისთვის?" შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი საჭირო უნარი თანამშრომლობის უნარია და განვიხილეთ ეფექტური თანამშრომლობის სხვადასხვა მაგალითები.

ასევე, ვიმსჯელეთ, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მსმენელი. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა აქტივობაში. აქტივობის შესრულებისთვის კლასის წინაშე გამოდის 2 მოსწავლე. ერთი მათგანი ირგებს მოსაუბრის, ხოლო მეორე - მსმენელის როლს. მოსაუბრე საუბრობს მისთვის სასურველ თემაზე, ხოლო მსმენელი ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებს მოსმენის პროცესში(ინსტრუქციები სხვადასხვაგვარია. მაგალითად: "არ უყურო მოსაუბრეს", "შეაწყვეტინე საუბარი ხშირ-ხშირად" და ა.შ.) ისე რომ მოსაუბრემ ამის შესახებ არაფერი იცის. დანარჩენი მოსწავლეები ირგებენ დამკვირვებლის როლს და ცდილობენ გამოიცნონ რას აკეთებს მსმენელი მთელი დიალოგის განმავლობაში. 

მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში, ვისჯელეთ თითოეულ შემთხვევაზე და გამოვიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მსმენელი.






Sunday, January 9, 2022

მშობელთა კრება

 

მშობელთა კრება

ჩატარების თარიღი: 28/12/2021

მიმართულება: სწავლება

აქტივობაში მონაწილე პირები: IVგ კლასის მშობლები

აქტივობის მიზანი: მშობლებისთვის განმავითარებელი შეფასების მიღების ინსტრუმენტების გაცნობა და მათი გამოყენების სწავლება

გასავითარებელი უნარები: 

აქტივობის მოკლე აღწერა:

4გ კლასის მშობლები ჩემი ანუ დამრიგებლის ინფორმირებით შეიკრიბნენ Teams-ის პლატფრომაზე, სადაც მათ გავაცანი, თუ სად და როგორ შეეძლოთ მათი შვილების მიერ მიღებული განმავითარებელი შეფასებების ნახვა საგნების მიხედვით. მათ ადგილზევე მივეცი საშუალება გაეტესტათ ინტრუმენტები. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია მშობლის ბარათის შესახებ, რომელიც მათ შეფასებების გაცნობის შემდეგ უნდა შეავსონ. 

გამოყენებული რესურსები: Teams, OneDrive, onlineschool.emis.ge

შეხვედრის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა

Monday, April 5, 2021

"თეთრი დაფების" გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე

5 აპრილს IV-ა კლასის მოსწავლეებთან მათემატიკის გაკვეთილზე გამოვიყენე "თეთრი დაფები", განმავითარებელი შეფასების სწრაფად გასაცემად და მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად. მოსწავლეები რვეულებში ასრულებდნენ გაყოფის მოქმედებას, ხოლო განაყოფს დაფის საშუალებით მაჩვენებდნენ. 
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მეთოდი და დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ.






Thursday, April 1, 2021

ჯგუფური მუშაობა ნაშთიან გაყოფაზე მე-4 კლასში

 

31 მარტს IV-ა კლასში ჩავატარე ჯგუფური მუშაობა ნაშთიანი გაყოფის შესახებ. მოსწავლეები 5 ჯგუფად მუშაობდნენ. თითოეულ ჯგუფს ჭიქით დაურიგდა სხვადასხვა საგნები სხვადასხვა რაოდენობით. 

მათი დავალება შემდეგი იყო: დათვალეთ ჭიქაში საგნების რაოდენობა. წარმოიდგინეთ, რომ გიწევთ ამ ნივთების მეგობრებისთვის განაწილება. ცხრილში მოცემული მეგობრების სხვადასხვა რაოდენობებისთვის შეავსეთ ფორმატზე ცხრილი.

მოსწავლეები მონდომებით მუშაობდნენ დავალებაზე და თითეული ჯგუფიდან ერთმა წარმომადგენელმა ნამუშევარს გაუწია პრეზენტაცია.








Thursday, March 11, 2021

"ახალი სკოლის მოდელის" შემაჯამებელი ფორუმი 2021

 


2021 წლის 24 იანვარს "ახალი სკოლის მოდელის" შემაჯამებელ ფორუმზე წარმოვადგინე მოხსენება, სადაც განვიხილე კომპლექსური დავალება "დელფინარიუმის მოწყობა" და გამოყენებული დამატებითი რესურსები. 

სადამრიგებლო საათი (08/05)

  ჩაცმის სტილი - ჩვენი იმიჯი