Sunday, May 7, 2023

სადამრიგებლო საათი (15/03)


 2023 წლის 15მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება

თემა: ჩვენი საკლასო ოთახი

სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში სისუფთავის დაცვა და ერთობლივად დავასუფთავეთ მერხების ზედაპირები, დავალაგეთ კარადები და დავახარისხეთ საკლასო რესურსები და ნამუშევრები. მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეები კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ პროცესი მათი აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა და თავად იზრუნეს თავიანთი საკლასო ოთახის მოწესრიგებაზე.






Sunday, March 26, 2023

სადამრიგებლო საათი (01/03)

 

2023 წლის 1-ელ მარტს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება

თემა: ჩემი ქალაქი/სოფელი (გარემოს დაცვა)

მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე რას ნიშნავს ვიზრუნოთ გარემოზე და ჩვენს ბუნებაზე. მათი აზრით, მნიშვნელოვანია სისუფთავის და ჯანსაღი გარემოს შენარარჩუნება. შემდეგ დავანაწილე ისინი სამ ჯგუფად და ვთხოვე მოემზადებინათ პოსტერი, სადაც წარმოადგენდნენ მოსაზრებას რომ არ უნდა მოვჭრათ ხეები. ჯგუფებმა მართლაც რომ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.












სადამრიგებლო საათი (22/02)

 

2023 წლის 22 თებერვალს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: წესები, რომელიც სჭირდება საზოგადოებას

მოსწავლეებთან ერთად განვიხილე სხვადასხვა სიტუაციები, სადაც გადმოცემული იყო ისეთი საზოგადოებრივი წესების უგულებელყოფა, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, საგზაო წესების დაცვის გარეშე მოძრაობა და ა.შ. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა იქნებოდა სწორი კონკრეტულ სიტუაციებში და რა დიდი მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას.

სადამრიგებლო საათი (08/02)


 


2023 წლის 8 თებერვალს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: მარტო სახლში

მოსწავლეებმა იმსჯელეს რა შეიძლება იყოს სახლში მარტი ყოფნისას საფრთხის შემცველი და როგორ უნდა მოიქცნენ რიგ სიტუაციებში სავარაუდო საფრთხეებისგან თავის დასაცავად.







Sunday, February 5, 2023

სადამრიგებლო საათი (25/01)

                         

2023 წლის 25 იანვარს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: მეგობრობა

მოსწავლეებს ვთხოვე დაფაზე წარმოედგინათ ნამდვილი მეგობრის თითო თვისება, რომელიც მათი აზრით მნიშვნელოვანია. ბავშვები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და გამოთქვეს მოსაზრებები. ვიმსჯელეთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრებაზე და გავაკეთეთ დასკვნები. საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომელიც ჭეშმარიტი მეგობრობისთვის აუცილებელია. 

აგრეთვე, ვიმსჯელეთ შეკითხვაზე: "რა სჯობს, ვიყოთ წარმატებული მოსწავლე, თუ შეგვეძლოს ვიყოთ კარგი მეგობარი?" მოსწავლეებმა სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საჭიროა ორივე თანაბრად კარგად გამოგვდიოდეს.











Sunday, January 8, 2023

სადამრიგებლო საათი (21/12)

 


2022 წლის 21 დეკემბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: კამათის ხელოვნება

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მიპასუხეს შეკითხვებზე: "გიყვართ კამათი?", "ხშირად კამათობთ ხოლმე?", შემდეგ განვიხილეთ სიტუაციური ამოცანა კოტეს შესახებ, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს.  ბოლოს ბავშვებს ვთხოვე გაეხსენებინათ ბოლოს რაზე იკამათეს და როგორ წარიმართა პროცესი. საინტერესო იყო ის, რომ ბავშვებმა ერთმანეთს რჩევები მისცეს, თუ როგორ სჯობდა სამომავლოდ კამათის სწორად წარმართვა.









სადამრიგებლო საათი (07/12)


 2022 წლის 7 დეკემბერს Vგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი.

მიმართულება: პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება

თემა: როგორ გადავაქციოთ წვეულება ზეიმად

საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვე წარმოედგინათ მოსაზრება, თუ როგორ წვეულებაზე იგრძნობდნენ თავს კომფორტულად და გაატარებდნენ საუკეთესო დროს. ამის შემდეგ ისინი გავყავი ორ ჯგუფად და ვთხოვე წარმოედგინათ თავი მასპინძლებლად და დაეგეგმათ ისეთუ წვეულება, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა ყველას ინტერესებს მორგებული და სტუმრებს თავს კარგად აგრძნობინებდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები და გასაქანი მისცეს თავიან სურვილებს და ფანტაზიას.










სადამრიგებლო საათი (08/05)

  ჩაცმის სტილი - ჩვენი იმიჯი